Tuesday, December 4, 2012

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი1756ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორივენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.






 ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ დ. 16 დეკემბერი1770ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი,1770, ბონი ― გ. 26 მარტი1827ვენა) — გერმანელი კომპოზიტორიპიანისტი და დირიჟორი.

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზეორგანზევიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნისხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802)სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა


იოზეფ ჰაიდნი
ფრანც იოზეფ ჰაიდნი (დ. 31 მარტი1732, რორაუ, ქვემო ავსტრია — გ.31 მაისი1809ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორივენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელი.

შემოქმედება

1740-1749 ჰაიდნი ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII საუკუნის 50 წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი "კოჭლი ეშმაკი" (დაიდგა 1752 ვენაში) და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც პირველად მოუპოვეს მას სახელი. 1759-1761 ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა მან თავისი პირველი სიმფონიები. 1761-1790მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონის (მათ შორის ცნობილი "გამოსათხოვარი", 1772) და ოპერა. ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული (1785-1786) და 12 ლონდონური (1791-17921794-1795) სიმფონია, ორატორიები, მესები და ა. შ. ინგლისში მოგზაურობამ გააფართოვა ჰაიდნის შემოქმედებითი თვალსაწიერი, 1791 მას მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადაბეთჰოვენის შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰაიდნის შემოქმედებაში მის ორატორიებს "სამყაროს შექმნა" (1798) და "წელიწადის დრონი" (1801). ჰაიდნს ეკუთვნის 24 ოპერა, მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი (200-მდე), 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.